• 
    • |

  • საერთაშორისო ზარები
  • საქალაქთაშორისო ზარები
  • სერვისები და ტარიფები
  • დამატებითი მომსახურებები
  • როგორ ჩავერთოთ
  • 2017-08-02

    იმისთვის, რომ გახდეთ "სიჯისის" სატელეფონო აბონენტი, ე.ი. დაიდგათ 25-იანი, 27-იანი ან 28-იანი ტელეფონის ნომერი, საჭიროა კორპორაციას მიმართოს იმ ბინის მესაკუთრემ, სადაც უნდა მოხდეს ტელეფონის დადგმა და წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

    • ბინის მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
    • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბინის მესაკუთრეობის შესახებ ან პრივატიზაციის ხელშეკრულება ან ნასყიდობის ხელშეკრულება (თუ მესაკუთრე ოჯახის სხვა წევრია, მაშინ მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობაც და მათი ნათესაობის დამადასტურებელი მოწმობა, როგორიცაა: დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და სხვა) (ასლი).

    ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ, აფორმებთ ხელშეკრულებას და იხდით შესაბამის თანხას.

    და სიჯისის ტექნიკური პერსონალი უმოკლეს ვადებში ახდენს თქვენს ბინაში ტელეფონის ინსტალაციას.