• 
    • |

  • მთავარი
  • ინტერნეტი
  • ტელევიზია
  • ტელეფონი
  • CGC-ბარათი
  • სხვა
  • კონტაქტი
  • შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“( „სიჯისი“) დაარსდა 1995 წელს და მისი დამფუძნებლები არიან ქართული და ბერძნული კომპანიები. ქართული მხარეს წარმოადგენს სს „ეგრისი“, ბერძნულ მხარეს წარმოადგენენ: "ჰელასკომ ინტერნეიშენალ"-ი (Hellascom International A.E.), "ჯენერ"-ი (GENER S.A.) და "მონემვაზია შიფინგ ენდ ტრეიდინგ"-ი (Monemvasia Shipping & Trading Co Ltd).

    „სიჯისის“ ბიზნეს არეალი განსაზღვრულია ქ. რუსთავით და მისი შემოგარენით. „სიჯისის“ გააჩნია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიები და ავტორიზაციები, რომლის მეშვეობითაც იგი მომხმარებელს აწვდის სრულ საკომუნიკაციო სერვისს ქალაქის მასშტაბით (ტელეფონია, ინტერნეტი, ტელევიზია). კომპანიის მიზანია უზრუნველყოს მომხმარებელი თანამედროვე, სწრაფი და ხარისხიანი სატელეკომუნიკაციო კავშირებით და შესთავაზოს მათ მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი.